Saturday, April 18, 2015

"ინტელის ტრენინგი" - პირველი დღე


         დღეს 18 მარტია ჩვენი ტრენინგის პირველი დღე. ეს 9 დღიანი ტრენინგი ჩვენს სკოლაში ჩატარდება. მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან გაგვიხარდა Intel-ის ტრენინგის მე-3 დონის დაწყება, განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა გაგვახარა, როცა გავიგეთ რომ ჩვენი ტრენერი ისევ ბატონი დავით ნოზაძე იქნებოდა:)
       პირველივე ტრენინგზე ბატონი დავითი გვესაუბრა Intel-ის კურსის შესახებ თუ რა, როგორ და საიდან უნდა ვისწავლოთ. ტრენერმა აგრეთვე დაგვავალა პროექტის თემის შერჩევაც, ჯერ ზუსტად არ ვიცი რომელ თემაზე გავაკეთებ არჩევანს, მაგრამ ვეცდები საინტერესო და მრავალფეროვანი გამომივიდეს.  

                           ქ.თბილისის 49-ე საჯარო სკოლა, სადაც გვიტარდება ტრენინგები



,,ინტელის" ტრენინგი - მეორე დღე


       დღეს 20 მარტია ჩვენი ტრენინგის მე-2 დღე. როგორც ყოველთვის დღესაც ყველანი ხალისით მივედით ტრენინგზე, რაღაც ახლის გაგების მოლოდინით და მართლაც,  ძალიან სახალისო და საინტერესო ტრენინგი გვქონდა დღეს. ბატონმა დავითმა გვასწავლა  WORD-ის  ფაილში სიგელების, მოსაწვევების და ბროშურების დამზადება და მათი PDF ფაილში შენახვა.  გავეცანით აგრეთვე ინტელის მეორე მოდულის დამატებით რესურსებს დეტალურად. 

                               WORD -ის დოკუმენტის შენახვა PDF ფაილში 




"ინტელის " ტრენინგი - მესამე დღე


      დღეს 25 მარტია ჩვენი ტრენინგის მესამე დღე. დღევანდეი დღე საკმაოდ პროდუქტიული დღე იყო. განვიხილეთ მე-3 მოდულის საკითხები, ვისწავლეთ Snipping Tool-ის გამოყენება და drive-ში კითხვარების გაკეთება, რაც ძალიან დამეხმარება სამომავლოდ მოსწავლეებს გავუგზავნო კითხვარების და მათი პასუხები მივიღო ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ დავითს გაწეული შრომისთვის.






"ინტელის" ტრენინგი - მეოთხე დღე

       დღეს ჩვენი ტრენინგის მეოთხე დღეა. ვისწავლეთ drive-ში Google Docs-ში, Google Sheets-ში და Google Slide-ში მუშაობა. ჩვენ შევასრულეთ ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები, რაც საკმაოდ საინტერესო იყო და იმედი მაქვს აღნიშნულ სამუშაოებს სასწავლო პროცესშიც ხშირად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთანაც. 
       დღეს აგრეთვე ვისწავლეთ drive-ში არსებული ჩვენი ფაილების ჩვენება საჯაროდ, მხოლოდ მეგობრებისთვის, ასევე მათი ჩაკეტვა და აღნიშნული ფაილების ჩვენს ბლოგზე განთავსება. ბატონმა დავითმა ასევე გაგვახსენა ბლოგზე ღილაკების დამატება. 
        მოკლედ, საკმაოდ საინტერესო,შრომატევადი და ამასთანავე  ცოტა რთული დღეც იყო, მაგრამ როგორც ნახეთ, დღეს ძალიან ბევრი ახალი, საჭირო მასალა აგვიხსნა და ზოგი რამ  ძველიც გაგვახსენა ბატონმა დავითმა. ასე, რომ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მას ასეთი ნებისყოფისთვის.









"ინტელის" ტრენინგი - მეხუთე დღე                                                                                                                                                                                     დღევანდელი ჩვენი ტრენინგი როგორც ყოველთვის საინტერესო და ახლის მომცემი იყო ჩემთვის, განსაკუთრებით კი საინტერესო აღმოჩნდა Word-ში object ღილაკის დანიშნულების განხილვა და developer menu-ს გამოყენება და შეფასების ფორმების შექმნა. აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს და ვისწავლეთ სანიშნეების ანუ ჩეკლისტების დამზადება.












 "ინტელის" ტრენინგი - მეექვსე დღე                                       


დღევანდელი ჩვენი ტრენინგი ძალიან სახალისო და მრავლის მომცველი იყო. განსაკუთრებით მომეწონა onlain თანამშრომლობითი სწავლება, განვიხილეთ სხვადასხვა საიტების მისამართები,რომელიც ნამდვილად დამეხმარება მომავალში ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში. ეს საიტებია: pho.to; toondoo.com; powtoon.com; prezi.com; scratch.mit.edu; k12.org; photopeach.com; ge.lefo.net.                                      

    


"ინტელის" ტრენინგი - მეშვიდე დღე                                             

როგორც ყოველთვის ბატონი დავითი დღესაც მხიარულად და აქტიურად უძღვებოდა ჩვენს ტრენინგს, რაც ძალიან გვეხმარება სწავლის პროცესში და გვიადვილებს ახალი თემების უკეთ გაგებაში. დღეს ვისწავლეთ google-დან გადმოწერილი ტექსტის კორექტირება, წიგნის აწყობა, გარეკანის, სარჩევის, სათაურების, გვერდის ბოლოში მინიშნებების გაკეთება და გვერდების დანომრვა. კიდევ ერთხელ დიდი ბადლობა ბატონ დავითს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგების ჩატარებისთვის. 





" ინტელის" ტრენინგი - მერვე დღე

     დღეს ჩვენი ტრენინგის მერვე დღეა, ანუ ყველანი მთელი ჩვენი გუნდი ვემზადებით პრეზენტაციისთვის, რომელიც უნდა წარვადგინოთ ჩვენი ტრენინგის ბოლო მეცხრე დღეს. დღეს ბატონმა დავითმა დაგვყო ჯგუფებად, გადაგვახედინა და შეგვაფასებინა ერთმანეთის ნამუშევრები. რა თქმა უნდა ჩვენ ობიექტურად შევაფასეთ ყველაფერი და თუ ვინმეს რამე დახმარება სჭირდებოდა ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს მიერ შეძენილ ცოდნასა თუ გამოცდილებას. აგრეთვე დღეს გავიგე და ვისწავლე drive- დან blog- ზე პრეზენტაციის და ვიდეოს გადატანა. დიდი იმედი მაქვს ბატონ დავითს არ გავუცრუვებთ იმედებს და ყველანი წარმატებით წარვადგენთ ჩვენს ნამუშევრებს. 








"ინტელის" ტრენინგი - მეცხრე დღე

      დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო შემაჯამებელი დღე იყო. თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი და მოწადინებული ჯგუფი ვიყავით და თითოეული პრეზენტაცია იყო საკმაოდ გემოვნებიანი, დახვეწილი და შინაარსობრივი. ბატონმა დავითმა გარდა ამისა გაგვაცნო ჩვენი სამომავლო გეგმებიც. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონ დავითს ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგისთვის. დიდი იმედი მაქვს , რომ უახლოეს მომავალში კიდევ ჩაგვიტარდება ასეთი საინტერესო ტრენინგი ისევ ბატონი დავითის ხელმძღვანელობით. 






                                                                             









No comments:

Post a Comment